თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც “თაიმერს” კომპანია “თელასიდან” აცნობეს, გეგმური სამუშაოების გამო, ხვალ , 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის, ვაგზლის მოედნის, გორის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის, ფიფიას, შანავას, მეტრეველის, მაიაკოვსკის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ცაბაძის, ლებანიძის, წინამძღვრიშვილის, ბორჯომის, თამარ მეფის, ბაქოს, დოლიძის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის და სურამის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00-დან 16:00 ელექტროენერგიის მიწოდება მამარდაშვილის, გრანელის, ბენაშვილის, ჩიტაიას, ჩიქობავასა და ჩუბინაშვილის ქუჩებს, ასევე, სააჯის, ბეთლემის, აჯიაშვილის, ზდანევიჩისა და სამღებროს ქუჩებს, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის მცხოვრებლებს.
ხვალვე, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზაქარაიას, ჟღენტის, კამალოვის, დობროლუბოვის, კოდალოს, ზედაუბნის, მაღაროს, ლოტკინის, კალიუჟინის, თიგიშვილის, მესხიშვილის, კახიანის, კურნატოვის, გულრიფშის, კაჭრეთის, თამარაშვილის, ენისელის და მიტინგის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველმა ეკომიგრანტების პრობლემებზე საჯარო დებატები გამართა
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა-გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან