ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობა რუსეთისგან კომპენსაციის მისაღებად არასაკმარის ნაბიჯებს დგამს

რუსეთის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მას ქართული მხარისგან 2006 წელს ქართველების მასობრივი დეპორტაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ არანაირი მოთხოვნა არ მიუღია საპარლამენტო უმცირესობის წევრი გამოეხმაურა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საკმარისი არ კეთდება იმ მიმართულებით, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოყენებული იქნას საერთაშორისო ფორმატებში.

“სამწუხაროდ არასაკმარისი კეთდება იმ მიმართულებით, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნას გამოყენებული აქტიურად საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის ჟენევის ფორმატში და სწორედ ამის შედეგია, რომ რუსეთი თავხედურად აცხადებს, რომ მან არაფერი იცის იმ კომპენსაციის შესახებ, რაც დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს უნდა გადაუხადოს,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2015 წლის 6 ივლისის მდგომარეობით, რუსეთის მისამართით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კომპენსაციების გადახდის შესახებ მოთხოვნა არ შესულა.

banner
წინა სტატიაშირა ბედი ელით მარჯვენასაჭიან მანქანებს?- დავით ნარმანია კონსულტაციების გამართვაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაBiletebi.ge-ი UEFA-სგან ჯარიმებს ელოდება