ზურაბ ტყემალაძე: ამ კონსულტაციების მოთხოვნა უფრო ძაბავს ქვეყანაში სიტიუაციას

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, არაფერი პრობლემატური ქვეყანაში, არ ხდება.

ამის შესახებ ტყემალაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მან პრეზიდენტის ინიციატივაც შეაფასა, სადაც გიორგი მარგველაშვილმა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების გამართვის სურვილი გამოთქვა.

“ამ კონსულტაციების მოთხოვნა უფრო ძაბავს ქვეყანაში სიტიუაციას. არაფერი პრობლემატური ქვეყანაში არ ხდება. დესტაბილიზაციას გამოვრიცხავ”,- განაცხადა ტყემალაძემ

კითხვაზე, სურს თუ არა პრეზიდენტთან კონსულტაციებზე მისვლა, ტყემალაძემ აღნიშნა, რომ მას ეს რომ სდომობდა, გუშინაც იქ იქნებოდა.

“რას ემსახურებოდა მისი გუშინდელი განცხადება, დღესაც არ ვიცი. პრეზიდენტი “ქართულ ოცნებას” დიდი ხანია გამოყოფილია’,- აღნიშნა ტყემალაძემ.

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის წარმომადგნელები იკრიბებიან, ისინი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და რამდენიმე აქტუალურ საკითხს განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ალექსი ახვლედიანის და ნიკა გვარამიას დაკითხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“მივმართავ თხოვნით ყველას გადაიდოს სასამართლო პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე”- პაატა ბურჭულაძე რუსთავი 2-ის საქმეზე