„ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცხოველები გარეთ აღარ იყვნენ დარჩენილები“

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის განცხადებით, მათ ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გააკეთეს განცხადება, რომ ცხოველები გარეთ აღარ იყვნენ დარჩენილები.

„ჩვენ ვეყრდნობოდით ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციას, რომ მტაცებელი ცხოველები გარეთ აღარ იყვნენ დარჩენილები და შესაბამისად, არ გვიმოქმედია“, – განაცხადა ჯანელიძემ.

ამ წუთებში ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე, მაუდის ქარხანასთან მტაცებელი ცხოველის გაუვნებელყოფის მიზნით სპეციალური სამსახურების დამატებითი ძალები შედიან.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზოოპარკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასპეცოპერაციის ადგილზე თბილისის მერი დავით ნარმანია და ზურაბ გურიელიძეც იმყოფებიან