ზაქარია ქუცნაშვილი – ძალიან საინტერესო გამოსვლები იყო, მაგრამ იყო უაზრო გამოსვლებიც

ძალიან საინტერესო გამოსვლები იყო, მაგრამ იყო უაზრო გამოსვლებიც, – ასე აფასებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატად დასახელებული ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილსა და 28 კანდიდატს შორის გამართულ შეხვედრას.
როგორც ქუცნაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს საშუალება ჰქონდა ყველა კანდიდატის შესახებ საკუთარი შეხედულება ჩამოყალიბებოდა.
“პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა ხუთსაათიანი შეხვედრა, სადაც ყველა კანდიდატს მიეცა თანაბარი შესაძლებლობა წარმოედგინა თავისი პროგრამა. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ძვირფასი დრო დაიხარჯა ძალიან საინტერესო გამოსვლებზე, ასევე ძალიან უინტერესო გამოსვლებზე. მე მადლობელი ვარ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, რომელმაც თანაბრად მისცა ეს შესაძლებლობა ყველას, რადგან, ვიმეორებ, იყო ძალიან საინტერესო გამოსვლები, მაგრამ იყო ძალიან უინტერესო გამოსვლებიც”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
ამასთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის მსურველი დეპუტატის აზრით, აუცილებელია კანდიდატთა ხედვებს საზოგადოებაც იცნობდეს.
“პროცესი გრძელდება. გაცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად ალბათ სჯობს გაკეთდეს კანდიდატების მოკლე სია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა პროგრამით მოდის ესა თუ ის კანდიდატი. სხვა შემთხვევაში, ეს კარგი შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, ვერ წარმოაჩენს სათანადოდ კანდიდატების პროგრამას. პრეზიდენტს უყალიბებს დამოუკიდებელ შეხედულებას, მაგრამ საზოგადოებას ამაზე წარმოდგენის ჩამოყალიბება გაუჭირდება”, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა შავგულიძე – პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი იყო
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდნენ