ექსკლუზივი–საქართველოს საზღვარი დმანისიდანაც იკვეცება

ექსკლუზივი–საქართველოს საზღვარი დმანისიდანაც იკვეცება

ექსკლუზივი–საქართველოს საზღვარი დმანისიდანაც იკვეცებადმანისის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ირგანჩაისთან, რომელიც სომხეთის მეზობლად მდებარეობს, საქართველოს საზღვარი თანდათან იკვეცება. დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ სომეხმა მესაზღვრეება ტბასთან, რომელსაც ირგანჩაიას ეძახიან, მავთულხლართები გააბეს. სოფლის მოსახლეობა, რომელიც იქვე მდაბარე საძოვრებით სარგებლობდა, დღეს საძოვრებით ვერ სარგებლობს, ხელისუფლებას კი არა მტრულად განწყობილი მეზობლისგან განხორციელებული ოკუპაცია საერთოდ არ ადარდებს და ამისთვის პრესასაც არ მიუქცევის ყურადღება – ამბობს “თაიმერთან” სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი. “მოსახლეობის წუხილი, რომ ჩვენ საძოვრების გარეშე დავრჩით, იმაზე მეტია, ვიდრე საქონლის ყოლასთან დაკავშირებული პრობლემები. საქართველოს მიწებს ყველა მხრიდან იტაცებენ. მიწის ამ ნაწილის მითვისება არ ხდება უკვე ოკუპირებული ტერიტორიებიდან, და ალბათ, ამიტომ არ არის არავისთვის, მათ შორის მეინსტრიმის მოყვარული საოზგადოებისთვის საინტერესო” – ამბობს ე.ლ.

“თაიმერი” ამ დრომდე ელოდება საგარეო უწყებიდან კომენტარს.

ექსკლუზივი–საქართველოს საზღვარი დმანისიდანაც იკვეცება

შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლაშა ბაბილოძემ “თაიმერს” განუცხადა, რომ არანაირ საზღვრის გადმოწევას ადგილი არ ჰქონია.
“შსს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეები იმ სასაზღვრო ხაზში ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას სადაც გასულ წლებში ასრულებდნენ”–აღნიშნა ლაშა ბაბილოძემ

banner
წინა სტატიაში“დელტა” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაზვიად სიჭინავა დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)