ეროვნული ბანკის კონტროლი იწყება – დეპუტატის სკანდალური განცხადება პირდაპირ ეთერში

ეროვნული ბანკის კონტროლი იწყება. დეპუტატმა გიორგი გაჩეჩილაძემ ხელისუფლების მიზნები პირდაპირ ეთერში აღიარა. დეპუტატმა თქვა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები ეროვნული ბანკის კონტროლის მექანიზმი გახდება.

გაჩეჩილაძის აღიარებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს გოგი თოფაძე. მრეწველების ლიდერი თავადაც ადასტურებს ეროვნული ბანკის კონტროლის განზრახვას და არ გამორიცხავს, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყება.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ კანონის შეცვლის პოლიტიკური მოტივაცია თავადვე აღიარა. ეროვნულ ბანკზე კონტროლის დამყარებას მისი შესუსტების გზით ოპონენტები ყოფილი პრემიერის ინტერესს უკავშირებენ.

თავისუფალი დემოკრატები და ნაციონალური მოძრაობა ვეტოდაძლეული კანონის გასაუქმებლად საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობას ასრულებენ.

banner
წინა სტატიაშითურქეთის საკურორტო ქალაქი ალანია იწვის-ადგილზე რამდენიმე ქართველიც იმყოფება
შემდეგი სტატიაფონდი “ივერიისას” ადმინისტრაცია საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს