ეკა მიშველაძის ტოკშოუს დახურვის მიზეზი პოლიტიკოსის ცოლობა გახდა

ეკა მიშველაძის ტოკშოუს დახურვის მიზეზად საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა პოლიტიკოსის ცოლობა დაასახელა. ეს განცხადება ჯანიკაშვილმა მედიის წარმომადგენლების კონფერენციაზე გააკეთა, სადაც მედიაში მიმდინარე მოვლენების განხილვა მიმდინარეობს.

ჯანიკაშვილის თქმით, იმის გამო, რომ ეკა მიშველაძე პოლიტიკოსის ცოლი გახდა, მას ინტერესთა კონფლიქტი წარმოექმნა.

ცოტა ხნის წინ ეკა მიშველაძე „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინდა.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია: ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო, პურის ფასის მატებაზე საუბარი ნაადრევია
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტს ხელს მოაწერს