დღეს საქართველოში უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი

დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო, თბილი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20-25 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 16-21 გრადუსი იქნება. მაღალმთიან რაიონებშიც დღისით 15-17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ყინვა დაფიქსირდება და ჰაერის ტემპერატურა -2;-3 გრადუსი იქნება.
12 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, თუმცა ტემპერატურა 11 ოქტომბერთან შედარებით 1-2 გრადუსით მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ასევე წვიმაა მოსალოდნელი.
დღეს თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 20 გრადუსი დაფიქსირდება. 12 ოქტომბერს კი თბილისში დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21 გრადუსი იქნება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ფარული მოლაპარაკებები, ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ენერგოუსაფრთხოება, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა საზოგადოების მიმართ
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა სოფელ ახალშენში-მაშველები 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ