დავით ნარმანია: დარწმუნებული ვარ, გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობა წარმატებული და ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება

“ამბასადორიალის” დაწყებამდე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, საგარეო საქმეთა ახალ მინისტრზე, გიორგი კვირიკაშვილზე, ისაუბრა. ნარმანია დარწმუნებულია, რომ კვირიკაშვილის საქმიანობა წარმატებული იქნება.

“კარგად ვიცნობ გიორგი კვირიკაშვილს, ვიცი მისი შემართება, ვიცი მისი საქმისადმი დამოკიდებულება. ვიცი, რომ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიპლომატიურ ჭრილში. დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქმიანობა იქნება წარმატებული და ქვეყნისთვის სასიკეთო,”-განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მერმა ვიცემერის პოსტზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ვიცემერს დღეს დაასახელებს.

“12 საათზე გაიმართება მერიაში ბრიფინგი და ამიტომ გთხოვთ, რომ მობრძანდეთ,”-განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: მშვიდობიან დიალოგს და პრაგმატულ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს მცოცავი ანექსიისა და სამხედრო მილიტარიზაციის პროცესი