დავით ბერძენიშვილის შეფასებით ივანიშვილი “რესპუბლიკელებზე” მეტად კორექტულ შეფასებებს აკეთებს. ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ მათი პასუხიც ასევე კორექტული იქნება.
„ძალიან ფრთხილია ივანიშვილი რესპუბლიკელების შეფასებებში. ფრთხილი და კორექტულია, ჩვენც ძალიან კორექტურები ვართ მის შეფასებაში. რესპუბლიკური პარტია მუშაობს კოალიციაში, არის კოალიცია ერთ-ერთი წამყვანი სუბიექტი, პარლამენტში რესპუბლიკური პარტიის პასუხისმგებლობა არის განსაკუთრებული ასე, რომ ძალიან მშვიდად ვუყურებთ ძალიან კორექტულ ინტერვიუს,“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.