გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან-ბაირამს ულოცავს

მე ფიცი დავდე არა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან-ბაირამს ულოცავს. “გულითადად გილოცავთ რამაზან–ბაირამის – უფლისადმი ვალის მოხდის, მოთმინების, სულიერი განწმენდის, ურთიერთთანადგომის უდიდეს დღესასწაულს, ყველაზე ძვირფას დღეს თითოეული თქვენგანისთვის.
მუსლიმი თემი მრავალეროვნული ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. თქვენი გარჯითა და ქვეყნისადმი ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს აღმშენებლობაში. თქვენი სიხარული – თითოეული ჩვენგანის სიხარულია. ვუერთდები თქვენს ზეიმს და ბედნიერებას, კეთილდღეობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, _ ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

banner
წინა სტატიაში“პანორამა თბილისის” პროექტის მერიასთან შეთანხმება არ მომხდარა
შემდეგი სტატიასპეციალისტებმა მერიას ახალი გზის მოშლილი მონაკვეთის დროებით აღდგენის რეკომენდაცია მისცეს