ბესელია მთავარი პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად ირაკლი შოთაძეს არ გამორიცხავს

საპროკურორო საბჭო უახლოეს დღეებში შეიკრიბება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპროკურორო საბჭოს წევრის რანგში დღეს განცხადება გააკეთა მთავარი პროკურორის შერჩევასთან დაკავშირებით.

დღეს ეკა ბესელიას არ დაუმალავს, რომ მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი სავარაუდოდ, იქნება მოქმედი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე.

„საპროკურორო საბჭოს კენჭისყრამდე ვერ ვიტყვი ვინ იქნება მთავარი პროკურორი და არც ვიცი. თუმცა ერთ-ერთი კანდიდატი დასახელებულთაგან შესაძლოა იყოს ირაკლი შოთაძე“ – აღნიშნა ბესელიამ.

მთავარი პროკურორის სამი შერჩეული კანდიდატურიდან საპროკურორო საბჭომ თვის ბოლომდე ერთი კანდიდატურა უნდა შეარჩიოს. ნოემბერში კი იუსტიციის მინისტრი კანდიდატს წარუდგენს პრემიერს, რის შემდეგაც ის პარლამენტში შევა განსახილველად.

banner
წინა სტატიაში“შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მოვლენებს” – გაეროს ელჩი “რ2”-ზე
შემდეგი სტატიაანტიტერორისტული სწავლება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე