აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სპეციალური განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალური განცხადებათბილისის დროით 10:30 წუთზე , გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანას ჯიპის მარკის ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა გალის რაიონის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა . გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ორი წევრი – ექიმი, ლია ჩქოტუა და საშუალო მედპერსონალი თეა ჭედია, ასევ პაციენტი, რომელიც სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს საავადმყოფოში გადაჰყავდათ . პაციენტის ოჯახის წევრი, რომელიც სასწრაფო დახმარების ავტმობილში იმყოფებოდა ამჟამად გალის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლს, ნიკოლოზ დროგანს, იგი მსუბუქი დაზიანებებით ამავე სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურნალობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაღუპული კოლეგებისა და მოქალაქის გამო და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს, ასევე გალის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოს.

 

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს