არ არსებობს ქართველი პოლიტიკოსი, მოქმედი თუ ყოფილი, რომელსაც არ ჰქონია შუალობითი ან უშუალო კავშირი რუსეთთან-ვალერი ხაბურძანია

არ არსებობს ქართველი პოლიტიკოსი, მოქმედი თუ ყოფილი, რომელსაც არ ჰქონია შუალობითი ან უშუალო კავშირი რუსეთთან

არ არსებობს ქართველი პოლიტიკოსი, მოქმედი თუ ყოფილი, რომელსაც არ ჰქონია შუალობითი ან უშუალო კავშირი რუსეთთან„არ არსებობს ქართველი პოლიტიკოსი, მოქმედი თუ ყოფილი, რომელსაც არ ჰქონია შუალობითი ან უშუალო კავშირი რუსეთთან. ზოგადად მე ამაში უბედურებას ვერ ვხედავ,“ – აცხადებს გადაცემა “არჩევანთან” ვალერი ხაბურძანია, რომელიც აკონკრეტებს, რომ რუსეთთან კავშირები ჰქონდა “რესპუბლიკურ” პარტიასაც. თუმცა, ეს არ იყო მუდმივი ხასიათის კავშირები.

„რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებსაც“ ჰქონდათ შუალობითი კავშირები. მე ამაში კრიმინალს და უბედურებას ვერ ვხედავ. დავით უსუფაშვილიც ინტერესდებოდა რუსეთში მიმდინარე პროცესებით. მათთან კონტაქტზე გამოდიოდა ერთი კაცი, რომელიც იყო ემისარი რუსეთის მთავრობისა და მისგან რაღაცეებს გებულობდა, რაღაცეებს უთვლიდა და მიდიოდა ჩვეულებრივი პოლიტიკური გარიგება და ვაჭრობა,” – აცხადებს ვალერი ხაბურძანია.

 

ხაბურძანია ფიქრობს, რომ ჩანაწერებით არაფერი დასტურდება და ელისო კილაძეს “ბაქიბუქობაში” ადანაშაულებს. თოქშოუ “არჩევანის” წამყვანის გიორგი გაბუნიას კითხვაზე, ავთენტურია თუ არა სკანდალური აუდიოჩანაწერი, ვალერი ხაბურძანია  აცხადებს, “რა მნიშნველობა აქვს ავთენტურია თუ არა ეს ჩანაწერი, აქ კრიმინალი არ არის”.

მინდა მთელი ქართული საზოგადოება გავაფრთხილო, ხვალვე თქვენს კომპიუტერებსა და ნოუთბუქებს ხელი მოკიდეთ და გადაამოწმეთ იმ ვირუსზე, რაც ამერიკელებმა ქართულ სპეცსამსახურებს მისცეს–ამის შესახებ საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” ჩართვისას განაცხადა, სადაც ის იმ გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომელშიც მისი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საუბარია ასახული.
“ეს ჩანაწერი დიდი ხანია ინახება შსს-ში, ვანო მერაბიშვილის დროიდან. იქ გაკეთებულ ერთ-ერთ ჩემს განცხადებაზე, ავთენტურია თუ არა, იმსჯელოს საზოგდოებამ, სადაც მე ვამბობ, რომ ვანო მერაბიშვილი თუკი აქაც მისმენს, მაგარი ყოფილა და ხელს ჩამოვართმევ-მეთქი. ამაზე ვანო მერაბიშვილი კარგა ხანს იცინოდა. მე არ მისმენდა ვანო მერაბიშვილი, ის უსმენდა ირაკლი ოქრუაშვილს ამერიკელების მეშვეობით”, – განაცხადა ხაბურძანიამ.
ხაბურძანიას აინტერესებს, რა გაიგო საზოგადოებამ ახალი, ან განსაკუთრებული, რაც არ ესმოდა ჭორად, ნახევრად ჭორებად, თუ ოფიციალური და არაოფიციალური სტრუქტურებიდან.
“ეს არის არაპირდაპირი მტკიცებულება, როდესაც ორი კაცი ერთმანეთში საუბრობს, მაგრამ უნდა არსებობდეს პირდაპირი მტკიცებულებები. ქართველებს საერთოდ გვახასიათებს ტრაბახი და ბაქი-ბუქი. ერთმანეთთან ცდილობენ, თავიანთი მნიშვნელობის წარმოჩენას. ეს ცოტაოდენად მახასიათებს მეც. უფრო მეტად სხვებს და ა.შ. ჩემი ბაქი-ბუქი იქ ნაკლებია. მე მაქვს გარკვეული ურთიერთობები ჩემს ყოფილ მეგობრებთან, რომლებიც ახლა სპეცსამსახურში პირადად არ მუშაობენ. ბევრი მათგანი პენსიაშია და ა.შ”, – განაცხადა ხაბურძანიამ.
უშიშროების ყოფილმა მინისტრმა მიმართა ქართულ საზოგადოებას, რომ საკუთარი კომპიუტერები შეამოწმონ. “მინდა მთელი ქართული საზოგადოება გავაფრთხილო – ადამიანებო, ხვალვე მოკიდეთ თქვენს კომპიუტერებსა და ნოუთბუქებს ხელი და გადაამოწმეთ იმ ვირუსზე, რაც ამერიკელებმა ქართულ სპეცსამსახურებს მისცეს. ამერიკელებს ეს ახასიათებთ. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იყო ფორმალური თხოვნა, რომ ეს პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოყენებულიყო, მაგრამ მოხდა მისი ადაპტირება პოლიტიკური მიზნებისთვის. რაც მთავარია, ეს ინფორმაცია მიდიოდა არა მარტო შსს-ში განთავსებულ სერვერზე, არამედ მიდის ასევე აშშ-ში განთავსებულ სერვერზე”, – განაცხადა ხაბურძანიამ.

banner
წინა სტატიაშიმე არ მისმენდა ვანო მერაბიშვილი–ვალერი ხაბურძანია
შემდეგი სტატიარითი დაფინანსდა 2004 წელს ირაკლი ალასანია?