არასაპარლამენტო პარტიათა ნაწილი პარლამენტისგან “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის გადადებას ითხოვს

სხდომის ჩაშლა კარგი ფაქტი არ არის და ადრე თუ გვიან დებატები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

არასაპარლამენტო პარტიათა ნაწილი პარლამენტს “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის გადადების მოთხოვნით მიმართავს. მათი შეფასებით, სარეკლამო შეზღუდვებთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა მაუწყებელთა ფინანსურ მდგომარეობას აუარესებს.

მიმართვას, რომელსაც ხელს “ქართული დასი”, “მემარცხენე ალიანსი”, “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” და “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” აწერს, პარლამენტის თავმჯდომარისა და მასთან ერთად, ფრაქციების და საპარლამენტო კომიტეტების სახელზე მომზადდა.
“აღნიშნული კანონი მედიის დამოუკიდებლობაზე ნეგატიურად იმოქმედებს, რაც დააკნინებს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას და შეაფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას”, – აღნიშნულია მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიმეცნიერთა ხელფასები 2015 წელს 2,5 ჯერ იზრდება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციის გახსნას დაესწრო