„ამერიკელი სნაიპერის“ მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

„ამერიკელი სნაიპერის“ მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

„ამერიკელი სნაიპერის“ მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯესორსაათნახევარის განმავლობაში მსჯელობის შემდეგ ტეხასის 12-მა მოსამართლემ საზღვაო ჯარების კაპრალი 27 წლის ედი რეი რაუტი დამნაშავედ ცნო 38 წლის კრის კაილის (რომელიც ამერიკის ისტორიის მანძილზე ყველაზე შედეგიან სნაიპერად ითვლებოდა) და მისი მეგობრის 35 წლის ჩედ ლიტფლიდის მკვლელობაში.
განაჩენი ადგილობრივი დროით 21.15 წუთზე გამოიტანეს.
ტეხასი ამერიკის შტატაბში სიკვდილის განაჩენების გამოტანაში რეკორდსმენია, თუმცა, ამის მიუხედავად, პროკურატურას რაუტისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა არ მოუთხოვია.
სასამართლო დარბაზი დასწრების მსურველებს ვერ იტევდა. ჟურნალისტებს ცალკე ოთახი გამოეყოთ, სადაც მათ პროცესის პირდაპირ ეთერში ყურება შეეძლოთ.
პროცესამდე ორი დღით ადრე ჰოლივუდში „ოსკარების“ დაჯიდოვება შედგა, სადაც კლინტ ისტვუდის „ამერიკელი სნაიპერი“ 6 -ჯერ ახსენეს, რომელიც კაილის ავტობიოგრაფიის მიხედვით არის გადაღებული.
გუშინ სასამართო პროცესზე ორივე მხარემ დასკვნით სიტყვებში მოვლენები საათობრივად დაახასიათა. პროკურატურას რაუტის მიერ ჩადენილი მკვლელობის დამტკიცება არ დასჭირვებია, რადგანაც დამნაშავემ დანაშაული აღიარა.
ბრადლების მხარე არ უარყოფდა იმას, რომ დამნაშავე არანორმალური იყო, მაგრამ ამტკიცებდა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული შეურაცხადი არ ყოფილა. მკვლელობების დღეს როუტი იყო მთვრალი და ასევე მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ, რომელმაც ფსიქოზის მდგომარეობამდე მიიყვანა მკვლელი.
რაუტის თქმით, მას პოსტსტრესული აღგზნებები ჰქონდა და კაილის იარაღი მოიპარა. „მე მათი სულები იმიტომ გავაგზავნე საიქიოს, რომ მათ არ გაეკეთებინათ იგივე ჩემთვის“ – განაცხადა დამნაშავემ, რომელიც ორი ადამიანის მკვლელობის შემდეგ კაფეში დაჯდა და საჭმელი მიირთავა.

banner
წინა სტატიაშიმოვითხოვთ თავდაცვის მინისტრ ჯანელიძისაგან, გამოვიდეს და მკაფიოდ განუმარტოს ქართულ საზოგადოებას თუ რა მიზნით გადაადგილდებიან რუსული სამხედრო მანქანები საქართველოს ტერიტორიაზე-ნუგზარ წიკლაური
შემდეგი სტატიაცხინვალთან აფეთქება მოხდა