ალექსანდრე მარგიშვილმა და გიორგი ხელაიამ გადადგომის შესახებ კითხვა უპასუხოდ დატოვეს

თბილისის მერის მოადგილეები ალექსანდრე მარგიშვილი და გიორგი ხელაია მერიაში იმყოფებიან. ისინი მერიაში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ.
მარგიშვილმა და ხელაიამ მათი გადადგომის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ “ინტერპრესნიუსის” შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს.
მარგიშვილი და ხელაია დედაქალაქის მერიაში ერთად მივიდნენ და ფოტოც სწორედ ამ დროს არის გადაღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილეები ალექსანდრე მარგიშვილი და გიორგი ხელაია თანამდებობიდან გადადგნენ. აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური არ ადასტურებს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია სერვისის მომწოდებელი კომპანიების სამუშაოების მონიტორინგს განახორციელებს
შემდეგი სტატიალარის კურსი ვარდნას განაგრძობს-კომერციული ბანკები დოლარს 2.35 ლარად ყიდიან