თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ქარელი-გორის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. ავარიის შედეგად მანქანაში მყოფი 3 წლის ბავშვი დაიღუპა.
ავტომანქანის სხვა მგზავრებმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს საპატრულო პოლიცია ადგენს.