ადრიანო ჩელენტანომ და კლაუდია მორიმ ოქროს ქორწილი გადაიხადეს

ადრიანო ჩელენტანომ და კლაუდია მორიმ ოქროს ქორწილი გადაიხადესადრიანო ჩელენტანო და კლაუდია მორი ყველაზე ლამაზ და განხილვად წყვილად ითვლება იტალიაში. მათი ქორწილიდან 50 წელი გავიდა, ისინი კი ისევ მომხიბვლელები და საინტერესოები არიან საზოგადოებისთვის არა მხოლოს იტალიაში.
წყვილის სიყვარული ფილმის გადაღებაზე დაიწყო. შემდეგ კი ისეთი მელოდრამა განვითარდა, რომელზე ცალკეც შესაძლებელი იყო ახალი ფილმის გადაღება.
დღეს, 50 წელი ერთად ყოფნის შემდეგაც ადრიანო და კლაუდიას ისევ სჭირდებათ ერთმანეთი და უსაზღვროდ ბედნიერად გამოიყურებიან.

წყვილი ერთმანეთს 1963 წელს შეხვდა, თუმცა კლაუდია ადრიანოს ყურადღებას არ აქცევდა და თვლიდა, რომ მისი ქცევები ეპატაჟური იყო. ადრიანო ყველანაირად ცდილობდა მისი გულის მოგებას, მაგრამ კლაუდია ცივი და გულგრილი იყო მის მიმართ. ერთხელ გადაღებისას კლაუდიას განათების ნათურა გაუტყდა, რამაც ჩელენტანოს სახე დაუჭრა. კლაუდიამ მასთან ბოდიშებით მიირბინა. ისინი ამბობენ, რომ ზუსტად ამ წამს შეუყვარდათ ერთმანეთი. გოგონა საკუთარ შეყვარებულს ხანგრძლივი ურთიერთობისთვის არასერიოზულად თვლიდა. აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ადრიანომ მას სახალხოდ, კონცერტზე სთხოვა ხელი.
ახალგაზრდებმა ურთიერთობა ღამის სამ საათზე გააფორმეს პაპარაცებისგან თავის დასაღწევად. მას შემდეგ ისინი ერთად და სიყვარულით ცხოვრობენ.

ადრიანო ჩელენტანომ და კლაუდია მორიმ ოქროს ქორწილი გადაიხადეს
თავისი ერთობლივი ცხოვრების დასაწყისში კლაუდიამ გადაწყვიტა ქმრისთვის, ოჯახისთვის და ბავშვებისთვის დიდი დრო დაეთმო. ის მეუღლის იმიჯმეიკერი და ადმინისტრატორი გახდა. ზუსტად მისი დამსახურებაა ადრიანოს წარმატებები და მრავალი ჯილდო.
ოჯახმა ბევრი რთული მომენტი გადაიტანა. ჩელენტანოს რომანი ორნელა მუტთან ნამდვილი სკანდალი იყო. კლაუდიამ ქმარს აპატია გატაცება და ნება დართო სახლში დაბრუნებულიყო. როცა მას ეკითხებიან, რატომ უყვარს ასე ძალიან ადრიანო, ის პასუხობს, რომ მასზე საინტერესო ადამიანი კლაუდიას არ შეხვედრია.
ახლა წყვილი მილანთან ახლოს ცხოვრობს. სახლთან კლაუდიას ძეგლი დგას. ისინი ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან.

a15 a11 ადრიანო ჩელენტანომ და კლაუდია მორიმ ოქროს ქორწილი გადაიხადეს

 

banner
წინა სტატიაშიჯაბა კანკავა მსოფლიოს 10 სპორტსმენს შორის მოხვდა…
შემდეგი სტატიაალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობა დატოვა