ზოგად უნარებში ზღვარი აბიტურიენტების 16%–მა ვერ გადალახა – გამოცდები 2016

წერს

მიმინოშვილის ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, (24 ქულა) 16 %-მა ვერ გადალახა, რაც დაახლოებით 6 000–მდე აბიტურიენტია.

მისივე თქმით, ტესტის 4–ვე ვარიანტი თითქმის თანაბარი სირთულის იყო. თუმცა, შედარებით უფრო რთული იყო მესამე ვარიანტი. ამიტომაც, გაიგივების შედეგების მიხედვით, პირველი, მეორე და მეოთხე ვარიანტებში გამსვლელი ქულა 24 და მეტია, ხოლო მესამე ვარიანტისთვის, ვინაიდან შედარებით უფრო რთული იყო, გამსვლელი ქულა 23 და მეტია.

მაია მიმინოშვილის თქმით, ყველა აბიტურიენტს ექნება შესაძლებლობა ნახოს საკუთარი ნაშრომები. მათ შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ. მათ საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე 9 3 3 3 3. რისი საფასურიც 50 თეთრი იქნება.

ზოგადი უნარების გამოცდა წელს 38 500–ზე მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ეკლესიაში მძევლები აიყვანა
შემდეგი სტატია9 აგვისტოს რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს შეხვდება