საფრანგეთში ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ეკლესიაში მძევლები აიყვანა

13631672_1071835689519776_3017366583687138864_n

დანებით შიარაღებულმა ორმა მამაკაცმა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ნორმანდიის რეგიონში, ეკლესიაში რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.  ინციდენტი ქალაქ რუანიდან 10 კილომეტრში, სენ ეტიენ დიუ რუვრეს ეკლესიაში მოხდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მძევლების ზუსტი რაოდენობა უცნობია. სამართალდამცველების ინფორმაციით, მძევლად აყვანილია მრევლი და  ღვთისმსახური.

ბოლო ინფორმაციით Telegraph-ის ცნობით გამოძახებულმა ანტიტერორისტულმა კომანდომ ორივე თავდასხმელის ადგილზე ლიკვიდირება მოახერხეს.

თავდასხის მოტივზე სამართალდამცავები არ საუბრობენ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : “პრეზიდენტს დაუფიქრებლად მოუვიდა ამ განცხადებების გაკეთება”
შემდეგი სტატიაზოგად უნარებში ზღვარი აბიტურიენტების 16%–მა ვერ გადალახა – გამოცდები 2016