ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზად არის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

“საფრანგეთის მოქალაქეებმა ევროპისთვის რთულ პერიოდში თქვენ ნდობა გამოგიცხადეს, მზარდ ტერორისტულ საფრთხეებსა და ექსტერემიზმს თან ახლავს ლოკალური კონფლიქტების ესკალაცია და რიგი რეგიონების დესტაბილიზაცია. ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძალისხმევის გაერთიანება საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით”, – აღნიშნულია პუტინის წერილში.

რუსეთის პრეზიდენტი აქტუალურ საკითხებში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

7 მაისს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ემანუელ მაკრონმა ხმების 66%-ით გაიმარჯვა.

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის საკითხის განხილვა გადაიდო
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებას პასუხი არ აქვს – რატომ ვერ აირჩევს ხალხი ზეპარტიულ პრეზიდენტს?” – ჭიაბერაშვილი