“ქართულ ოცნებას პასუხი არ აქვს – რატომ ვერ აირჩევს ხალხი ზეპარტიულ პრეზიდენტს?” – ჭიაბერაშვილი

”ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, პრეზიდენტის არჩევის წესზე ისაუბრა.

“მარტივი კითხვაა, რომელზეც პასუხი არ აქვს ”ქართულ ოცნებას” – რატომ ვერ აირჩევს ხალხი ზეპარტიულ პრეზიდენტს?” – თქვა მან.

“როგორ წარმოგვიდგენია 300 პოლიტიკოსის, 300 ხმოსნის მიერ არჩეული პრეზიდენტი რატომ იქნება მაინცდამაინც ზეპარტიული და არ იქნება ზეპარტიული ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი? ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხი არ არის და იმედია, დღევანდელი დისკუსიის პირობებში მოვისმენთ ”ქართული ოცნებისგან” – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზად არის
შემდეგი სტატია10 მილიონამდე ლარი მაღალი თანამდებობის პირების ჯიბეში მიდის – ვაშაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს