ვიტალი მირზოიანი:თბილისის პროკურატურაში „თაიმერის“ გენერალური დირექტორის მესამედ დაკითხვა დასრულდა

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისადსაინფორმაციო სააგენტო „თაიმერის“ გენერალური დირექტორმა, ბერდია კალანდიამ, ადვოკატ ვიტალი მირზოიანთან ერთად, თბილისის პროკურატურა ახლახანს დატოვა. როგორც „თაიმერის“ ადვოკატმა ვიტალი მირზოიანმა განუცხადა, გამოძიებას გაუჩდა დამატებითი კითხვები.
შეგახსენებთ: გუშინ ბერდია კალანდია დაკითხული იყო ორჯერ – დილის და საღამოს საათებში. დაბარებისთანავე, კალანდია პროკურატურაში გამოცხადდა და გამომძიებლების კითხვებს უპასუხა, თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად წყარო არ დაასახელა.
„ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებისგან თავს შევიკავებთ. თუ გამოძიებას კიდევ ერთხელ გაუჩდება კითხვები, თქვენი სააგენტოს საშუალებით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ ბატონი ბერდია მზადაა თანამშრომლობისათვის და მომავალშიც ითანამშრომლებს გამოძიებასთან რათა დადგინდეს ჭეშმარიტება- აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე თქმით, „თაიმერის“ გენერალური დირექტორი ე.წ. „ნარუშილოვკების სკანდალზე“ მოწმის სახით დაიკითხა,მაგარმ 50–ე მუხლი ისევ გამოიყენა. შესაბამისად, გაფრთხილებულია, რომ გამოძიების დეტალები არ გაავრცელოს.
„გამოძიებას თვალს ყურადღებით ვადევნებთ და თუ არაობიექტურობაზე ეჭვი გაგვიჩნდა, ამას აუცილებლად გავახმაურებთ,“ – განაცხადა ადვოკატმა მირზოიანმა.
შეგახსენებთ: ბერდია კალანდიას უწყებიდან უწყისი გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუსთან დაკავშირებით 28 სექტემბერს მიუვიდა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი გაეროში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შინაარსს მიესალმება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებულ მიღებას დაესწრო