(VIDEO) “ეს არ არის დაშლა, ეს გუნდის გაყოფაა”- ახალი მოძრაობის წევრების პირველი განცხადება

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარტიის წევრების ნაწილი ოფიციალურად ტოვებს. განცხადება ამის შესახებ  რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ისი და მისი თანამოაზრეები პოლიტიკურ კარიერას სხვა მოძრაობის ფარგლებში გააგრძელებენ.

“თქვენ დღეს ხედავთ გუნდს, თქვენ დღეს ხედავთ პარტიის სახეებს, ვინც წლების მანძილზე წარმოადგენდა ენმ-ს, ვინც ამ პარტიის სახელით და ამ პარტიის იდეალებისთვის იბრძოდა და არასდროს არ დაუხევა უკან. ბევრის წინააღმდეგ აღძრული იყო გამოძიება, მათ არ დაუხევიათ უკან როცა მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, არ დაუხევია უკან აქციებზე, არ დაუხევია უკან ქუჩაში, პარლამენტში დებატებზე. თქვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებმაც ღირსეულად ატარეს ქართველი პოლიტიკური მებრძოლების სახელი. რომლის მხრებზეც გადაიარა იმ პრობლემებმა რომელიც ქვეყანას შეუქმნა ივანიშვილმა და რომლის დიდი დამსახურებაა, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს არსებობს.

“დღეს ხდება ნაციონალური მოძრაობის დაყოფა, ეს არის ემოციურად ძალიან მძიმე განცხადება,”-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის თქმით, გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, თუმცა მისივე განცხადებით, უთანხმოებები დღეიდან არის წარსული და ახალი პოლიტიკური გუნდი იწყებს მომავლის შენებას.

“ეს არის მძიმე გადაწყვეტილება იმიტომ, რომ მე ვიყავი ამ გუნდში მაშინაც კი როდესაც ამ გუნდს ძალიან უჭირდა და გუნდის ყოფნა არ ყოფნა დამოკიდებული იყო ჩვენი, ამ ადამიანების სიმტკიცეზე, მაგრამ ნებისმიერი რთული ემოცია და ტკივილი ყოველთვის არის მომავლის შობის და მომავლის შექმნის თანმდევი პროცესი. ამიტომ როგორიც არ უნდა ყოფილიყო უთანხმოებები ჩვენს შორის, ეს უთანხმოებები დღეიდან არის წარსული და ჩვენ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვიხედებით წინ და ვიწყებთ მომავლის შენებას. იმ მომავლის, რომელიც სჭირდება ქართველ ხალხს.

დღეს მე მინდა წარმატება ვუსურვო იმ ადამიანებს, ჩვენს მხარდამჭერებს, იმ ადამიანებს ვინც არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, იმ ხალხს ვინც ამ წლების მანძილზე გვერდით გვედგა, მინდა წარმატება ვუსურვო და ვუთხრა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ დღეიდან ეს პოლიტიკური გუნდი იწყებს ბრძოლის ახალ ეტაპს, რომლის ამოცანაც იქნება საქართველოში ვითარების შეცვლა უკეთესობისკენ,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის თქმით , პარტია იქნება ცოდნაზე, გამოცდილებაზე, მომავალზე ორიენტირებული ძალა, რომელიც იმსჯელებს არჩევნების გზით და იქნება შერიგების და სტაბილურობის გარანტი.

https://www.youtube.com/watch?v=zK_o2-aNe1U&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიჩეჩნეთში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა
შემდეგი სტატია(VIDEO) „ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს,” – გიგი უგულავას მკაცრი კრიტიკა სააკაშვილის მიმართ