ჩეჩნეთში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა

ოპერაციისას, რომელიც გუშინ ჩეჩნეთში, კურჩალოევსკის რაიონში ტარდებოდა, ბრიგადა “სევერის” ორი მეომარი დაიღუპა. რამზან კადიროვმა გაავრცელა, რომ ოთხი ბოევიკი მოკლულია, ათობით კი – დაკავებული.
კადიროვის თქმით, ოპერაცია ორი დღე-ღამის მანძილზე, რაიონის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში მიდიოდა. ამოღებულია იარაღი, ნაღმები და სხვა. კადიროვის განცხადებით, ნეიტრალიზებული დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” იყო კავშირში. “კავშირი იყო მჭიდრო და კონკრეტული. ამაში ორი აზრი არ არსებობს” – თქვა კადიროვმა და დაამატა, რომ აღნიშნული ჯგუფი, სავარაუდოდ, იმან გამოაგზავნა, “ვინც თავი სირიაში დაიმალა”. დაჯგუფება ჩეჩნეთში რეზონანსული დანაშაულებების ჩადენას აპირებდა.

banner
წინა სტატიაში27 დეპუტატიდან 21 “ენმ”-ს ტოვებს – მზადება ბრიფინგისთვის
შემდეგი სტატია(VIDEO) “ეს არ არის დაშლა, ეს გუნდის გაყოფაა”- ახალი მოძრაობის წევრების პირველი განცხადება