(video) ამოღებული ხეების ადგილების გამაგრების გარეშე სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ტერიტორია

ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის შედეგად შესაძლოა ეკოსისტემა შეიცვალოს და ტერიტორია მეწყერის საშიშორების წინაშე დადგეს – ამის შესახებ გადაცემა ,,განსხვავებულ აქცენტებში“ ბიოლოგმა ვასო გაბუნიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს ადგილები ძალიან მოწყვლადი არის ეკოლოგიური თვალსაზრისით. გაბუნია აცხადებს, რომ ხეების გადატანას დაჭაობება მოჰყვება, რაც უკვე დაწყებულიცაა და ამოღებული ხეების ადგილების გამაგრების გარეშე ტერიტორია სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება.

,,მე ვნახე ისეთი რამ, რაც არასდროს არსად არ მინახავს. ნიადაგი არის წითელმიწა, რკინით გაჯერებული, ამიტომ შეირჩა ის სუბტროპიკული კულტურების გასაშენებლად. ნაყოფიერი ფენა, რომელზეც ქვეტყე მოდის, ძალიან რთულად იქმნება ასეთ ნიადაგებზე. ეს ხეები დარგული იყო იმის გამო, რომ ჭარბტენიანი ნიადაგები გადაქცეულიყო ნაკლებად ჭარბტენიან ნიადაგებად და გამოყენებადი ყოფილიყო იგივე სუბტროპიკული კულტურებისთვის, ლოკალური ადგილები უკვე იწყებს დაჭაობებას, პირველი ტიტას შემთხვევაში ის ადგილი უკვე დაჭაობებულია. რთული იქნება იმის ამოვსება და ის ადგილი რომ ეწყრად არ გადაიქცეს, ძალიან დიდი ხანი დაჭირდება, ან იმხელა თანხები და იმაზე მეტი, ვიდრე იმ ხის გადატანას დაჭირდა. ეს არის ანაბანა, რომ ხეების გაჩეხვა იწვევს მეწყერს, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც არის აჭარა. აქ არის ნიადაგი რთულად მოთვინიერებადი. ამდენად, ასეთი კოლოსალური ორმოები, ასეთი დომინოს პრინციპით, მიგვიყვანს სერიუზულ პრობლემაბდე, თუ არ მოხდა მისი გამაგრება. დაერგოთ ეს ხეები თავიანთ დენდროლოგიურ პარკში და გაიზრდებოდა და მათ შვილებს და შვილიშვილებს ექნებოდათ“ – აცხადებს ვანო გაბუნია.

ბიოლოგის თქმით, ამ ყველაფერს კომპლექსური შესწავლა სჭირდება, რის შემდეგაც ტერიტორია ახალი ხეებით უნდა ჩანაცვლდეს. გაბუნია ამბობს, რომ ივანიშვილს თუნდაც 30-წლიანი ხეები რომ გადაეტანა, ასეთი ეკოლოგიური ზიანის მომტანი არ იქნებოდა.

,,ეკოსისტემა ირღვევა, გზაზე აღარაფერს ცლაპარაკონ, ამან გაიარა უზარმაზარი გზა და პარალელურად გაანადგურა უამრავი რამ. ჯირკვი რომ არის დარჩენილი ის გადაბელილი კი არა მოჭრილია და ზედ დომინო შეგიძლია ითამაშო. ამას ჭირდება არა ერთი აგრონომის ჩამოყვანა ამერიკიდან, რომელსაც ფულს გადავუხდი და იტყვის, შეიძლება ამის ამოღებაო, არამედ კომპლექსური შესწავლა უნდა” – აცხადებს ვასო გაბუნია.

 

https://youtu.be/nJp0L3pCaOM

 

banner
წინა სტატიაში(video) ივანიშვილმა რომ დაიწყოს თირკმელების შესყიდვა, ძალიან ბევრი შესთავაზებს თირკმელს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტმა, 549 ხმით 27-ის წინააღმდეგ, როუმინგის დამატებითი გადასახადი გააუქმა