ევროპარლამენტმა, 549 ხმით 27-ის წინააღმდეგ, როუმინგის დამატებითი გადასახადი გააუქმა

ევროპის პარლამენტმა, 549 ხმით 27-ის წინააღმდეგ, უკანასკნელი დაბრკოლება გააუქმა – ევროპის მასშტაბით, ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობისას, მოქალაქეები როუმინგის პირობებში დამატებით გადასახადებს აღარ გადაიხდიან.

გადაწყვეტილება ძალაში 2017 წლის ივნისიდან შევა, რითიც ტურისტებს საშუალება მიეცემათ, ევროკავშირის ფარგლებში მოგზაურობისას, დარეკონ, იმესიჯონ და მობილური ინტერნეტი იმ ტარიფით გამოიყენონ, რა ტარიფითაც თავის ქვეყნებში სარგებლობენ.

“ეს უდიდესი გამარჯვებაა ევროპელი მომხმარებლებისთვის. ჩვენ შეგვიძლია, აღვნიშნოთ, რომ 15 ივნისიდან როუმინგის გადასახადები აღარ იარსებებს. ადამიანებს, რომლებიც ევროპის გარშემო მოგზაურობენ, საშუალება მიეცემათ შეამოწმონ იმეილები, გამოიყენონ რუკები, ატვირთონ ფოტოები სოციალურ ქსელში, დარეკონ და იმესიჯონ ყველანაირი დამატებითი გადასახადის გარეშე,”- განაცხადა ევროპული პარლამენტის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაში(video) ამოღებული ხეების ადგილების გამაგრების გარეშე სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ტერიტორია
შემდეგი სტატიაავსტრიელი მოზარდი პოლიციას მასობრივი მკვლელობის აღკვეთაში დაეხმარა