უფასო სასადილოებთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძე პროკურატურაში მივიდა – ის ნარმანიას დაკითხვას ითხოვს

„სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე პროკურატუდაში მივიდა. ვაშაძე უწყებას უფასო სასადილოებთან დაკავშირებით მოპოვებულ მასალებს გადასცემს. მისი თქმით მისი პარტიის სოციალურ საკითხთა ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგით გაირკვა, რომ ყოველწლიურად, 8-9 მილიონი ლარი არამიზნობრივად იხარჯება და პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართაგან სერვისით მხოლოდ ნახევარი სარგებლობს. ვაშაძის განცხადებით ადგილი აქვს მასშტაბურ კორუფციულ სქემას:
„პროკურატურას ყველა მტკიცებულება უნდა მივაწოდოთ, რათა დაისაჯონ ისინი, ვინც ადამიანებს საჭმელს პარავენ. უპრეცედენტო შემთხვევაა აქ რომ დამიბარეს და იმედი მაქვს, გამოძიებაც დაიწყება.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ, მისი თქმით ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელი დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას დაკითხვაც.

banner
წინა სტატიაშითუ შენს თავს მაცხოვრის მიმდევრად მიიჩნევ იცოდე, რომ შენდობის უნარიც უნდა გქონდეს
შემდეგი სტატია„ასეთი კატეგორიის საქმეებზე საჭიროა მოკლე დროში ეფექტური გამოძიების ჩატარება“ – კახიშვილი ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე