თურქეთში აფხაზური სათვისტომოების  კონგრესი გაიმართა

თურქეთში აფხაზური სათვისტომოების  კონგრესი გაიმართა

თურქულ მედიის ცნობით, 19 ნოემბერს, სტამბულის ფენდიკის რაიონში, სასტუმრო The Green Park-ში, თურქეთში აფხაზური სათვისტომოების ფედერაციის გაფართოებული კონგრესის სხდომა ჩატარდა, სადაც სათვისტომოს ხელმძღვანელი პირები აირჩიეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში აფხაზური სათვისტომოს ფედერაციის ხემძღვანელად ატანურ აკსოი (ახუსბა) აირჩიეს.

როგორც კონგრესის მონაწილეებმა განაცხადეს, თურქეთის აფხაზური სათვისტომოების წარმომადგენლებს დეკემბერში,  სოხუმში დაგეგმილ მსოფლიო აფხაზ-აბაზათა დიდ კონგრესზე ელოდებიან, სადაც მიწვევა თავად რაულ ხაჯინბასგან მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის 13 დიდ ქალაქში აფხაზური სათვისტომო მოქმედებს, რომელთაც მჭიდრო კონტაქტები აქვთ აფხაზ სეპარატისტებთან და მათ უკან მდგომ რუსეთის სტრუქტურებთან. სათვისტომოები აქტიურად მუშაობენ როგორც თურქეთის მოსახლეობასთან, ასევე ადგილობრივი და საშუალო დონის სახელმწიფო მოხელეებთან, რათა თურქეთის მხარდაჭერა მოიპოვონ.

banner
წინა სტატიაშილონდონის აუქციონზე პოლ მაკარტნის, რინგო სტარის, ელტონ ჯონის და მადონას ძველებურ ავტომანქანებს გაიტანენ
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: აუცილებლად გაჩნდება ლიდერი და ლიდერებიც კი!