ლონდონის აუქციონზე პოლ მაკარტნის, რინგო სტარის, ელტონ ჯონის და მადონას ძველებურ ავტომანქანებს გაიტანენ

ძველებურ ავტომანქანებს, რომლებიც ადრე ეკუთვნოდნენ ცნობილ მუსიკოსებს პოლ მაკარტნის, რინგო სტარს, ელტონ ჯონს და მადონას, ლონდონის “Bonhams”-ის აუქციონზე გაიტანენ. აუქციონი ჩატარდება 2 დეკემბერს. ამის შესახებ ინფორმაცია “Bonhams”-ის ადმინისტრაციამ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე განათავსა.
ყველაზე მაღალი საწყისი ფასი აქვს Aston Martin DB5-ის ტიპის ავტომანქანას (1964 წ.), რომლის მფლობელი იყო პოლ მაკარტნი – 1,5 მლნ დოლარი. აუქციონზე გამოტანილი სხვა ავტომანქანების საწყისი ფასი შემდეგია:
რინგო სტარის Austin Mini Cooper ‘S’ (1966 წ.) -159 000 დოლარი;
ელტონ ჯონის Bentley S1 Continental (1959 წ) – 662 000 დოლარი;
ელტონ ჯონის Bentley S2 Continental Flying Spur (1960 წ) – 252 000 დოლარი;
მადონას Rolls-Royce Silver Cloud (1959 წ) – 795 000 დოლარი.

banner
წინა სტატიაშილავროვი ბაქოში ალიევს სტუმრობს
შემდეგი სტატიათურქეთში აფხაზური სათვისტომოების  კონგრესი გაიმართა