თინა ხიდაშელის მტკიცებით, გადაწყვეტილება, რომელიც მან დღეს გამოაცხადა, მთავრობის წევრებისა და პრეზიდენტისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა

ვენდობით თუ არა ვანო მერაბიშვილის სიტყვას, ეს ეპიზოდი გამოსაძიებელი იყოსაქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მტკიცებით, გადაწყვეტილება, რომელიც მან დღეს გამოაცხადა, მთავრობის წევრებისა და პრეზიდენტისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა.

როგორც თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, მიღებულია მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელსაც ხელს პრეზიდენტიც აწერს, სადაც წერია, რომ 2017 წლიდან თავდაცვის სამინისტრო გაწვევას აღარ განახორციელებს.

“მე ამ საკითხზე ყველა ოფიციალურ ფორმატში ვსაუბრობდი, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო თავდაცვისა და უშიშროების საკომიტეტო მოსმენა. გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს გავახმოვანე, რამდენიმე კონკრეტული არგუმენტი უდევს საფუძვლად.

საქართველოს სატრატეგიული დოკუმენტები აქვს მიღებული და ამ დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ 2017 წლიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში აღარ იქნება სავალდებულო გაწვევა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ და შესაბამისად მთავრობასთან არა თუ შეთანხმებულია, არამედ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არის დადასტურებული. არსებობს ანალოგიური შინაარსის ბრძანებულება, რომელსაც ხელს პრეზიდენტი აწერს.

ჩვენ ეს ვალდებულება აღებული გვაქვს ნატოს წინაშე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვარშავის სამიტის წინ ერთგულება გამოვიჩინოთ ჩვენი გადაწყვეტილებების წინაშე.

დღეს ბატონმა სესიაშვილმა სრულიად სამართლიანად თქვა, რომ სამი დღის წინ დასრულდა საგაზაფხულო გაწვევა, თავდაცვის სამინისტრომ გაიწვია კონტინგენტი და ახლა არასწორია ამის მიღებაო. ერთადერთი არასწორი ამ წინადადებაში არის ის, რომ სწორედ ახლა იყო მომენტი. მე რომ ერთი თვის წინ მიმეღო ეს გადაწყვეტილება, იქნებოდა უსინდისო, არასწორი, უსამართლო ნაბიჯი ჩემი მხრიდან. ერთადერთი, რაც მე დღეს გავაკეთე არის ის, რომ შევასრულე დაპირება, რომელიც ჩვენ საქართველოს მოსახლეობას მივეცით”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

„მე თავდაცვის მინისტრი ვარ ამ ქვეყანაში და შესაბამისად, ვალდებული ვარ, იმ გადაწყვეტილებების ადეკვატური ვიყო, რომელიც ჩემი ხელისუფლების მიერ არის მიღებული. მე შევასრულე ჩემი დაპირება და სწორედ ამით დავიწყე ჩემი პრესკონფერენცია. ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ დაპირების ფარგლებში გამოვაცხადე“, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა გაუქმებულია. თინათინ ხიდაშელმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელი დღეს თავდაცვის უწყებაში მოაწერა.

თავდაცვის მინისტრის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ერთპიროვნული უწოდა და განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის შეჩერება ერთ უწყებაში მისაღები გადაწყვეტილება არ არის.

 

banner
წინა სტატიაშიანკარამ მოსკოვთან ურთიერთობის დაუყოვნებლივ აღდგენის სურვილი გამოთქვა
შემდეგი სტატიახიდაშელის პიარულ ნაბიჯს გაეცემა ის პასუხი