ანკარამ მოსკოვთან ურთიერთობის დაუყოვნებლივ აღდგენის სურვილი გამოთქვა

ანკარამ მოსკოვთან ურთიერთობის დაუყოვნებლივ აღდგენის სურვილი გამოთქვა

1თურქეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და ანკარა ურთიერთობის დაუყოვნებლივ აღდგენაზე შეთანხმდნენ – Reuters-ი წერს.
“ჩვენ მოხარული ვართ განვაცხადოთ იმის შესახებ, რომ თურქეთმა და რუსეთმა შეთანხმებას მიაღწიეს დაუყოვნებლივ შეუდგნენ ორმხრივი ურთიერთობის მოგვარებას”- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
კალინმა აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს, დაიწყოს დიალოგი ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივ გეგმებზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რეჯეპ ერდორანმა სუ-24-ის ჩამოგდების გამო მწუხარება გამითქვა და ბოდიში მოიხადა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჩხაიძე:სანაიას მკვლელობა გახსნილია
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელის მტკიცებით, გადაწყვეტილება, რომელიც მან დღეს გამოაცხადა, მთავრობის წევრებისა და პრეზიდენტისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა