თბილისის მერიას აუდიტის სამსახური ამოწმებს. როგორც მთავარი აუდიტორი ლაშა თორდია ამბობს, დასკვნა უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. მისი ინფორმაციით, მიმდიდარეობს სხვადასხვა სამსახურებში გამოვლენილი დარღვევების შესწავლა.
„თბილისის მერიაში მიმდინარეობს სხვადასხვა სამსახურების მასშტაბური შემოწმება. მათ შორის ორი უმსხვილესი გამგეობის – გლდანის და სამგორის გამგეობების. ასევე არის ზედამხედველობის სამსახური, ადმინისტრაცია, რომელსაც ერთერთი მაღალი საბიუჯეტო ასიგნებები გააჩნია. თუმცა ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ამ სამსახურების შემოწმების შემდეგ დავინახოთ პრობლემები, რომელიც შეიძლება არსებობდეს სხვა დეპარტამენტებში და გადავიდეთ სხვა დეპარტამენტების შესამოწმებლადაც“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.