გიორგი კანდელაკი: უნდა მოწვეულ იქნას უშიშროების საბჭო, რომელზეც დადგება ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის საკითხი

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც პარტიის წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, სხდომაზე უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის საკითხი უნდა განიხილონ.

„მემგონი პატარა ბავშვმაც იცის, რომ იმ გამოწვევებზე მუშაობის ნაცვლად, რომელიც უსაფრთხოების სფეროში დგას ქვეყნის წინაშე. მაგალითად რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურის საქმიანობის განეიტრალების ნაცვლად, მთელი უსაფრთხოების სამსახური ემორჩილება ერთადერთ ადამიანს ბიძინა ივანიშვილს და მუშაობს პროდასავლური ოპოზიციის და პროდასავლური მედიის გასანეიტრალებლად, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ინტერესებს. სწორედ ამიტომ, უნდა მოწვეულ იქნას უშიშროების საბჭო, რომელზეც დადგება მთელი სისასვით ამ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის საკითხი“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: ყველა სამსახურს ექნება ისეთი დაფინანსება, რომელიც მათ საქმიანობას ხელს არ შეუშლის
შემდეგი სტატიათბილისის მერიას აუდიტის სამსახური ამოწმებს