სერგო რატიანი: აკეთებენ ყველაფერს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდეს

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ”, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნება” დემოკრატიულიკონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება. სერგო რატიანის განცხადებოთ მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნების ეშინია.

”მათ იციან, რომ 2018 წელს ისინი უბრალოდ დამარცხდებიან და ამიტომ აკეთებენ ყველაფერს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდეს. რაც შეეხება მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას, ყველამ იცის, რომ მას შემდეგ, რაც მარგველაშვილის პოზიციები დაშორდა ”ქართული ოცნების” პოზიციებს, მათ მცდელობაც ჰქონდათ, რომ მარგველაშვილის უფლებამოსილებები ვადაზე ადრე შეეკვეცათ. წინა პარლამენტში ამაზე საუბარი იყო”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიე.წ „გახმაურებული საქმეები” გასაცნობად ირინა იმერლიშვილს და გიორგი კვერენჩხილაძეს გადაეცათ
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ხვდება