ე.წ „გახმაურებული საქმეები” გასაცნობად ირინა იმერლიშვილს და გიორგი კვერენჩხილაძეს გადაეცათ

ე.წ „გახმაურებული საქმეები” გასაცნობად პრეზიდენტის მიერ განმწესებულ ახალ მოსამართლეებს გადაეცათ. განცხადება ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მერაბ ტურავამ გააკეთა. მისივე თქმით, ჯერჯერობით დადგენილი განხილვის დრო და გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, როგორც პლენუმის, ასევე კოლეგიის შემადგენლობაში განვიხილოთ სარჩელები და მივიღოთ გადაწყვეტილებები. პირველ კოლეგიაში დღეისთვის ოთხი მოსამართლეა წარმოდგენილი, მეორე კოლეგიაში კი სამი. ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი წარადგენს კიდევ ერთ წევრს ჩვენთან, მაგრამ მანამდე, კოლეგია უფლებამოსილია იმუშაოს, თუ სხდომას ესწრება სამი მოსამართლე. ახალ მოსამართლეებს, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა განამწესა, გადაცემული აქვთ სარჩელები, მაგრამ ჯერ არ არის დადგენილი კონკრეტული დღე, განხილვის ან გადაწყვეტილების გამოტანის“ , – აღნიშნა მერაბ ტურავამ.
მერაბ ტურავა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად აირჩიეს. მან არ დააკონკრეტა თუ რამდენმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი მის კანდიდატურას და აღნიშნა, რომ ეს საკითხი „თათბირის საიდუმლოებაა“. ტურავას გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებიც აირჩია. ზაზა თავაძის მოადგილეები ლალი ფაფიაშვილი და თემურ ტუღუში იქნებიან.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ფინანსთა სამინისტრო სტატისტიკას აყალბებს
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: აკეთებენ ყველაფერს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდეს