საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ევროპულ საბჭოში ვერც დღეს მიიღეს

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულებული ორი წარუმატებელი სხდომის შემდეგ, ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა გადაწყვეტილება ვერც დღეს მიიღეს. ამის შესახებ ბრიუსელიდან იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი. მისი ინფორმაციით, გერმანია, იტალია და საფრანგეთი ამ ეტაპზე არ ეთანხმებიან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. ვიზების ლიბერალიზაციის განხილვა გაგრძელდება 10 ივნისს ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა – „ოცნება“, „ნაციონალები“ და პროკურორები თავიანთ მრავალმილიონიან აგარაკებზე უნდა გავაგზავნოთ
შემდეგი სტატიალუკა კურტანიძე : მადლობას ვწირავ მამა ღმერთს, რომ ღირსმყო, ამ ღირსეულ ადამიანებთან ერთად ერთგულად მოვმსახურებოდი ქვეყანას