კახა კუკავა – „ოცნება“, „ნაციონალები“ და პროკურორები თავიანთ მრავალმილიონიან აგარაკებზე უნდა გავაგზავნოთ

კახა კუკავა - „ოცნება“, „ნაციონალები“ და პროკურორები თავიანთ მრავალმილიონიან აგარაკებზე უნდა გავაგზავნოთ

kukavaარც თამაზ მეჭიაური, არც “მრეწველები”, არც “ფორუმი”, არც “რესპუბლიკელები” და საერთოდ „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი თუ ახლა უგზო-უკვლოდ დარჩენილი პარტიები თუ ადამიანები, ჩვენს კოალიციაში არ იქნებიან,- ამის შესახებ კახა კუკავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კუკავამ აღნიშნა, ახალი ალიანსის მთავარი ამოცანა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოჰაბიტაციური პოლიტიკის წინააღმდეგ პოლიტიკური სისტემის შექმნაა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო იმ ცვლილებების განხორციელება, რასაც 4 წლის წინ ხალხმა მისცა ხმა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ “ოცნება”, “ნაციონალები” და მუდმივად ერთი პარტიიდან მეორეში პორტირებული პროკურორები, დეპუტატები და მინისტრები გავაგზავნოთ თავიანთ მრავალმილიონიან აგარაკებზე. ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ახალი ადამიანები, ვისაც აქვთ პრინციპები და ჩვენი ამოცანა იქნება, პირველ რიგში, განვაახლოთ სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული მიდგომები, როდესაც მურისიძე მოსამართლე არ იქნება და შოთაძე არ იქნება პროკურორი,“- განაცხადა კახა კუკავამ.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, კახა კუკავას პარტია “თავისუფალი საქართველო” , კონსტანტინე გამსახურდიას პარტია “თავისუფლება”, აკაკი ასათიანის -“საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი”, გოჩა ჯოჯუას “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” და გია ბერძენიძე – “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” საარჩევნო კოალიციაში გაერთიანდნენ.

საარჩევნო ბლოკის სახელწოდებაა “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია”.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიასაქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ევროპულ საბჭოში ვერც დღეს მიიღეს