საქართველოს ორ მოქალაქეს უკრაინაში 3 წლით არ შეუშვებენ

საქართველოს ორ მოქალაქეს უკრაინაში 3 წლით არ შეუშვებენ ქრთამის მიწოდების მცდელობის გამო

4საქართველოს ორ მოქალაქეს უკრაინაში 3 წლით არ შეუშვებენ მესაზღვრეებისათვის აეროპორტსა და ოდესის საზღვაო პორტში ქრთამის მიწოდების მცდელობის გამო – ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახური ავრცელებს.
ქართველმა, რომელიც ბათუმიდან ჩაფრინდა, დოკუმენტების შემოწმებისას პასპორტში 50$ ჩადო, როგორც თვითონ ახსნა, “პროცედურების დასაჩქარებლად”.

საქართველოს მეორე მოქალაქე, ოდესის პორტში, ხომალდის მგზავრების დარეგისტრირებისას, შეეცადა ქრთამის მიცემას – ამით მას უკრაინაში გადამეტებული ვადით ყოფნის გამო, უნდოდა პასუხისმგებლობას გაქცეოდა.

ორივე მათგანს 3 წლით აეკრძალათ უკრაინაში შესვლა.

banner
წინა სტატიაშითურქულმა მედიამ ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილად ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი დაასახელა
შემდეგი სტატიასომხეთი ტვირთის გადასაზიდად საქართველოსთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს