საფუძველს მოკლებულია ინფორმაცია, რომ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროები შესაძლოა აღარ გაერთიანდეს

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საფუძველს მოკლებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროები შესაძლოა აღარ გაერთიანდეს.
ასე უპასუხა დავითაშვილმა კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა იმის ალბათობა, რომ აღნიშნული უწყებები აღარ გაერთიანდეს.
”ეს გადაჭარბებულია. უმრავლესობაში მიდიოდა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ შევაჯერებთ პოზიციებს, თუმცა ასეთი ინფორმაცია მართლაც მოკლებულია საფუძველს, რომ რაიმე ასეთი გადაწყვეტილება იქნას მიღებული”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ცნობილია, მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
გასულ კვირას, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი არ დაუჭირა.

banner
წინა სტატიაში„ქართველი ხალხის და ხელისუფლების ურყევი ნებაა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“
შემდეგი სტატია,,საზოგადოებრივი მაუწყებელი კორუფციის შესაძლებლობას იფართოებს”