საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ აპირებს 40 წლის იუბილის პომპეზურად აღნიშვნას. დაბადების დღეს იგი აღნიშნავს შამბორის სასახლეში ახლობლების გარემოცვაში. ხარჯებს პრეზიდენტი პირადი დანაზოგიდან დაფარავს. ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა დაბადების დღე დროზე ადრე აღნიშნოს. 21 დეკემბრის ნაცვლად საიუბილეო საღამო 16-17 დეკემბერს გაიმართება.
ინფორმაციას ავრცელებს ტელეარხი “BFMTV”.