საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს 40 წელი უსრულდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ აპირებს 40 წლის იუბილის პომპეზურად აღნიშვნას. დაბადების დღეს იგი აღნიშნავს შამბორის სასახლეში ახლობლების გარემოცვაში. ხარჯებს პრეზიდენტი პირადი დანაზოგიდან დაფარავს. ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა დაბადების დღე დროზე ადრე აღნიშნოს. 21 დეკემბრის ნაცვლად საიუბილეო საღამო 16-17 დეკემბერს გაიმართება.
ინფორმაციას ავრცელებს ტელეარხი “BFMTV”.

banner
წინა სტატიაშიუძრავი ქონების აგენტმა მილიარდერის და მისი მეუღლის ცხედრები სარდაფში იპოვა
შემდეგი სტატიაახალი წლიდან საუდის არაბეთში ქალებს მოტოციკლეტების ტარების უფლება ეძლევათ