“საკუთარ თანაგუნდელებსაც აღარ ინდობთ?!”- კობახიძე თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებას გამოეხმაურა

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მანანა კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში თავად ოპოზიციური პარტიის ინტერესებს ხედავს და მიიჩნევს, რომ „სცენარის ავტორიც, რეჟისორიც და შემსრულებლებიც, სწორედ ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში უნდა ვეძებოთ“.
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა! უდანაშაულო ადამიანები დაშავდნენ, მადლობა ღმერთს, რომ ვინმეს სიცოცხლე არ შეიწირა ამ აფეთქებამ. კარგია, რომ თარგამაძე უვნებლად გადარჩა. თუკი ვინმეს არ აწყობს, ხელს არ აძლევს, არ უნდა და არ გეგმავს ასეთ რამეს, პირველ რიგში, ეს ხელისუფლებაა! აუცილებლად, უსწრაფესად უნდა დადგინდეს რასთან გვაქვს საქმე, დარწმუნებული ვარ ყველაფერი გაირკვევა. მაქვს სრული საფუძველი ვთქვა, რომ ასეთი “ტერაქტები” , დესტაბილიზაცია, ადამიანური მსხვერპლი, არეულობა ამ წინასაარჩევნოდ სურს და აწყობს ერთადერთ ძალას, რომლისთვისაც უცხო არ არის ასეთი “ტერაქტების” დადგმა თუ მოწყობა, იმდენად თეთრი ძაფით ნაკერია, საზოგადოების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვიც კი არ ეპარება, რომ სცენარის ავტორიც, რეჟისორიც და შემსრულებლებიც, სწორედ ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში უნდა ვეძებოთ, ასე როგორ უნდა გაიტეხო სახელი, რომ სიბრალულის, თანაგრძნობის განცდა გაუქრო ადამიანებს და დაზარალებულიც კი დამნაშავედ მოევლინო. 2008 წლის მაისი, არჩევნები, ზუგდიდი და ხურჩა გამახსენა ამ ამბავმა, სხვა ყველაფერთან ერთად. საკუთარ თანაგუნდელებსაც აღარ ინდობთ?!“, – წერს კობახიძე „ფეისბუქში

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკოსებს მიმართავს, გაცხრილონ პარტიები კრიმინალური ელემენტებისგან
შემდეგი სტატიასაქართველოში საპარლამენტო არჩევნებს NDI-ის 23 წარმომადგენელი დააკვირდება