საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი და დიპლომატიური წარმომადგენლობები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნაუვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი და დიპლომატიური წარმომადგენლობები.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

„ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებები და სამინისტროს ცხელი ხაზის სამსახური.

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმალობაში დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე 2945050 და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და საჭირო დახმარება უვიზო მიმოსვლის წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.

ასევე 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურიწარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები. მინისტრის ინიციატივით, ევროპის ცალკეულ დედაქალაქებში, სადაც საქართველოდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება, საქართველოდან მიმავალ მგზავრებს აეროპორტში დახვდება საქართველოს საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას და მოგიწოდებთ სრულად გააცნობიეროთ ის პასუხისმგებლობა, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროპის მოედანზე კი, ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი საზეიმო გალა-კონცერტი მიმდინარეობს.

ხვალიდან, საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.

ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა: „ადამიანს ბედნიერების მისეული სცენარით განცდის ბუნებრივი უფლება აქვს!“
შემდეგი სტატიაელისო კილაძე “ქრონიკა+”-ის სკანდალურ ნომერს აანონსებს-გადის თუ არა ჰეროინის გზა ყარაჯალაზე