ნიკა რურუა: „ადამიანს ბედნიერების მისეული სცენარით განცდის ბუნებრივი უფლება აქვს!“

ნიკა რურუა მოტივირებულია, ყოველ შემთხვევაში, „ფეისბუქის“ გრაფაში, რომელიც ადამიანის განწყობას გამოხატავს, რურუამ სწორედ „მოტივირებულობის“ „სმაილი“ მიუთითა და შემდეგი სტატუსი „დადო“:
„შიშები, რომ საქართველოდან „ყველა“ წავა, უსაფუძვლოა და სულელურიც. უსაფუძვლო იმიტომ, რომ „ყველა“ არ და ვერ წავა. სულელური კი იმიტომ, რომ ვისაც ევროპის ნახვა უნდა, ან იქ ყოფნა სურს, აუცილებლად უნდა გააკეთოს ისე, როგორც მას უნდა. ადამიანს აქვს ბედნიერების მისეული სცენარით განცდის ბუნებრივი უფლება.
დიდი, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ევროპაში თავისუფლად მოგზაურობის, ანუ უვიზო რეჟიმის პირვანდელი სურვილის, შემდეგ კი ტექნიკური შესაძლებლობისთვის იფიქრეს და იშრომეს – კერძოდ, დავით IV აღმაშენებელს, თამარ მეფეს, გიორგი ბრწყინვალეს, სულხან-საბა ორბელიანს, დავით გურამიშვილს, ილია ჭავჭავაძეს, იაკობ გოგებაშვილს, ნიკო ნიკოლაძეს, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს, საქართველოს ოთხივე პრეზიდენტს, ქართულ ჯარს, ყველა ვეტერანს, ყველა ქართველ დიპლომატსა და უთვალავ პროევროპულ მიტინგებზე არდაღლილ ქალებსა და კაცებს, ბავშვებსა და მოხუცებულებს!!! წინ, თავისუფლებისკენ!“

banner
წინა სტატიაშიუვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პირველი ავიარეისი საქართველოდან პოლონეთის მიმართულებით შესრულდება
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი და დიპლომატიური წარმომადგენლობები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ