საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი შარვაშიძე დაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი შარვაშიძის დანიშვნას, რომელიც სამინისტროში ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებას წარუძღვება.

გიორგი შარვაშიძეს აქვს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორის აზიის რეგიონში, საქმიანობის დიდი გამოცდილება. 2006 წლიდან დღემდე მუშაობს კერძო კომპანიებში, ასევე გააჩნია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში საქმიანობის გამოცდილება.

გიორგი შარვაშიძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. მიღებული აქვს ICN ბიზნეს სკოლის (საფრანგეთი, ქ.ნანსი) და UNICATT-ის (იტალია, ქ.მილანი) საერთაშორისო მენეჯმენტის მაგისტრის, ასევე აღმოსავლეთ ჩინეთის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (ჩინეთი, ქ.შანხაი) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

გიორგი შარვაშიძე უფლებამოსილების შესრულებას 2017 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ მინისტრის მოადგილის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ერთ ერთი მოადგილე დავით ჯალაღანია შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტს იწყებს