მე-5 სკოლის მოსწავლე, 13 წლის ნ.ს. ხელოვნურ ტბაში ბანაობის დროს დაიხრჩო. თვითმხილველების თქმით, მოზარდი კლასელებთან ერთად კულტურისა და დასვენების პარკში სასეირნოდ ველოსიპედით იყო წასული. მან ტანზე გაიხადა და ტბაში საბანაოდ გადახტა. ბიჭის დახმარება მეგობრებმა სცადეს, თუმცა წყლიდან მისი გამოყვანა ვერ მოახერეს-ინფორმაციას “რუსთავის ცენტრი” ავრცელებს.