რუსეთის პარლამენტი რუსულ-აფხაზური ჯარის ხელშეკრულების რატიფიცირებას აპირებს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტმა თახმობა განაცხადა კანონზე, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებებს შორის ერთობლივი საჯარისო ფორმირების შექმნის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირებას უზრუნველყოფს… ამის შესახებ კომიტეტის სხდომაზე განაცხადეს.
,,ამ ხელშეკრულების რატიფიცირება პასუხობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რამეთუ მომავალში ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო თანამშრომლობას, მშვიდობის განმტკიცებას, კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას,, ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიამ 2017 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარადგინა
შემდეგი სტატიარომელი მინისტრი დატოვებს პოსტს – „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაცია მიმდინარეობდა